ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალბათ ბევრს ახსოვს 22 წლის ტაი არაბულის ისტორია, რომელსაც გულის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, მთხოვა, მისი მილოცვა საჯარო გამეხადა – მანანა თოქმაჯიშვილი

ალბათ ბევრს ახსოვს 22 წლის ტაი არაბულის ისტორია, რომელსაც გულის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, მთხოვა, მისი მილოცვა საჯარო გამეხადა – მანანა თოქმაჯიშვილი
თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი, 22 წლის ტაი არაბულის მიმოწერას აქვეყნებს, რომელსაც გულის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა და რაშიც კახა კალაძეს დიდი წვლილი მიუძღვის.
როგორც მანანა თოქმაჯიშვილი განმარტავს, პირად მიმოწერას თავად ტაი არაბულის თხოვნით ასაჯაროვებს.
“ეს ტაია, ალბათ ბევრს ახსოვს 22 წლის ტაი არაბულის ისტორია, რომელსაც გულის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. სახელმწიფოსთან ერთად, კახა კალაძის მხარდაჭერა, საბედნიეროდ, გადამწყვეტი აღმოჩნდა ტაისთვის.
დღეს ის ბოლომდე გამოსაჯანმრთელებლად გადის მკურნალობას უცხოეთში. ტაიმ მთხოვა, მისი მილოცვა საჯარო გამეხადა, რადგან სიკეთე გადამდებია და მადლიერების გამოხატვა კი ადამიანური ვალდებულება.
ვუერთდები ტაის მილოცვას, სიკეთეს და წარმატებებს ვუსურვებ კახის, ტაის კი მალე დაბრუნებას სამშობლოში სრულიად გამოჯანმრთელებულს.”- წერს მანანა თოქმაჯიშვილი.
Previous: ლგბტ-პროპაგანდამ იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ როგორც ფრანგული გამოცემა Le Figaro წერს Gen Z-ის ყოველი მე-5 წარმომადგენელი თავს LGBT წარმომადგენლად თვლის, მალე ეს რიცხვი ალბათ კიდევ გაიზრდება

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.