რატი იონათამიშვილი ლგბტ პროპაგანდაზე: როდესაც ფასეული ტერმინების აკრძალვაზეა საუბარი, ეს იქნება დედა, მამა თუ შვილი, ამის უკან მზაკვრული ჩანაფიქრები დგას, რაზეც საზოგადოებას აქვს ადეკვატური რეაქცია
რატი იონათამიშვილი ლგბტ პროპაგანდაზე: როდესაც ფასეული ტერმინების აკრძალვაზეა საუბარი, ეს იქნება დედა, მამა თუ შვილი, ამის უკან მზაკვრული ჩანაფიქრები დგას, რაზეც საზოგადოებას აქვს ადეკვატური რეაქცია
როდესაც საუბარში ტერმინების აკრძალვაზეა საუბარი, თან იმ ტერმინების, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე ფასეულია, რაც კი არსებობს, იქნება ეს დედა, მამა, შვილი თუ ა.შ. ვფიქრობ, ამის უკან ძალიან მზაკვრული ჩანაფიქრები დგას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტებზე საზოგადოებას ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება ოპოზიციას, როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, ისინი სხვების აზრებზე არიან დამოკიდებული და ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრება არ გააჩნიათ, რაც მათ სულიერ დეკადანსზე მიუთითებს.
“როდესაც საუბარში ტერმინების აკრძალვაზეა საუბარი, თან იმ ტერმინების, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე ფასეულია, რაც კი არსებობს, იქნება ეს დედა, მამა, შვილი თუ ა.შ. ვფიქრობ, ამის უკან ძალიან მზაკვრული ჩანაფიქრები დგას, რაზეც ჩვენს საზოგადოებას ცხადია, უნდა ჰქონდეს და აქვს კიდევაც ძალიან ჯანსაღი და ადეკვატური რეაქცია.
რადიკალური ოპოზიცია დაცლილია ღირებულებებისგან. მათ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ და დამოკიდებული არიან სხვისი აზრების გაჟღერებასა და გახმოვანებაზე. აქედანაც ჩანს მათი სულიერი დეკადანსი”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სოციალურ ქსელში გამოჩნდა ახალი წიგნის პრეზენტაციის ანონსი, სახელწოდებით – „ცისფერი, ანუ ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში“ და ამ წიგნის დამფინანსებლები არიან ჰოლანდიის საელჩო, შვეიცარიის საელჩო და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).
Previous: ალბათ ბევრს ახსოვს 22 წლის ტაი არაბულის ისტორია, რომელსაც გულის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, მთხოვა, მისი მილოცვა საჯარო გამეხადა – მანანა თოქმაჯიშვილი
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.