ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ალასკის ავიახაზების" სამგზავრო თვითმფრინავს რეისის შესრულების დროს კორპუსის ნაწილი და ფანჯარა მოსძვრა

"ალასკის ავიახაზების" სამგზავრო თვითმფრინავს რეისის შესრულების დროს კორპუსის ნაწილი და ფანჯარა მოსძვრა. Boeing 737 Max 9 კალიფორნიაში ასრულებდა რეისს, როდესაც გაფრენიდან 35 წუთში მას გარე კორპუსის ნაწილი ფანჯარასთან ერთად მოსძვრა.
შემთხვევის დროს თვითმფრინავი 4 876 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა და ბორტზე 177 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაშავებულა. შემთხვევის შემდეგ თვითმფრინავი პორტლენდში ავარიულად დაეშვა.
ავიაკომპანიაში განაცხადეს, რომ დროებით შეაჩერებენ კომპანიის კუთვნილი Boeing 737 Max 9-ის ტიპის 65 თვითმფრინავის გამოყენებას, რათა შემოწმება ჩაუტარონ ლაინერებს.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.