„ალასკის ავიახაზების“ თვითმფრინავის ინციდენტის შემდეგ FAA-მ Boeing 737 Max 9 ტიპის ავიალაინერების გამოყენების შეჩერება ბრძანა

„ალასკის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ინციდენტის შემდეგ -ის ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ Boeing 737 Max 9-ის ტიპის 171 თვითმფრინავის გამოყენების დროებით შეჩერების განკარგულება გასცა.
მარეგულირებელი ორგანოს განცხადებით, „ბოინგებს“ შემოწმება ჩაუტარდებათ.
ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის განცხადებით, თითოეული თვითმფრინავის შემოწმებას ოთხიდან რვა საათამდე დასჭირდება.
მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ათობით რეისის გაუქმებას გამოიწვევს.
„ალასკის ავიახაზების“ კუთვნილ სამგზავრო Boeing 737 Max 9-ს რეისის შესრულებისას კორპუსის ნაწილი ფანჯარასთან ერთად მოსძვრა. შემთხვევის დროს ავიალაინერი, რომლის ბორტზე 177 ადამიანი იმყოფებოდა, 4 870 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა. მომხდარის გამო ის ორეგონის შტატში ავარიულად დაეშვა.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ