აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა

აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
74 – მომხრე, 10 – წინააღმდეგი, კენჭისყრის ამ შედეგით შს სამინისტროს ინიციატივა მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის – რომელიც კონსტრუქციულად დამზადებულია მხოლოდ ხმოვანი (ფუჭი) ვაზნის სასროლად და გამოიყენება თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმსა და სპორტულ ღონისძიებაში – საქართველოში შემოტანა ნებართვას დაექვემდებარება.
მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წინასწარი წერილობითი თანხმობის წარდგენის საფუძველზე იქნება შესაძლებელი. ამასთან, ძალაში რჩება მოქმედი ნორმები, რომელიც აკუსტიკური იარაღის გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნას მხოლოდ პოლიციის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე უშვებს.
გარდა ამისა, პოლიციას ენიჭება უფლებამოსილება დაადგინოს აკუსტიკური იარაღის შეძენაზე შეზღუდვები, როგორც რაოდენობის, ისე შეძენის პერიოდულობის კუთხით.
ამავე პროექტის გათვალისწინებით, გაზის აეროზოლური მოწყობილობის (წიწაკის სპრეი) იმპორტი ნებართვას დაექვემდებარება. მისი შეძენა შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის, -ს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის წარდგენის საფუძველზე.
იკრძალება ელექტროშოკური მოწყობილობა სამოქალაქო ბრუნვაში. ელექტროშოკური მოწყობილობის შემოტანასა და გამოყენებას საკუთარი უფლებამოსილების შესასრულებლად მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოები ან კერძო დაცვითი ორგანიზაციები შეძლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა