ახალი წლიდან დენის ტარიფი გაიზრდება, „მცირედით“ გაიზრდება გაზის გადასახადიც

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) თავმჯდომარე დავით ნარმანიას განცხადების თანახმად, ახალი წლიდან ბუნებრივი აირის ტარიფები „ძალიან მინიმალურად“ შეიძლება გაიზარდოს, ხოლო ელექტროენერგიის ტარიფები გაიზრდება.
სემეკი ელექტროენერგიის ახალ სამომხმარებლო ტარიფებს 29 დეკემბრის სხდომის შემდეგ გამოაცხადებს.
„ბუნებრივი აირის [გაზის] ტარიფების ზრდის მოლოდინი და წინაპირობები ამ ეტაპისთვის არ არსებობს, შესაძლოა, ძალიან მინიმალური კორექტირება იყოს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ დღეს, 17 დეკემბერს მედიაცენტრ „მთავარში“.
თუმცა დაადასტურა, რომ „ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს“.
მას ჯერ არ დაუსახელებია კონკრეტული ციფრი და ზრდის პროცენტი, – თქვა, რომ ამის დასახელება გაუჭირდება.
ნარმანიამ ასევე თქვა, რომ სემეკს ბოლო 2 წლის განმავლობაში 3 თეთრით ჰქონდა შემცირებული სამომხმარებლო ტარიფები.
სემეკის თავმჯდომარის თქმითვე, წყლის ტარიფის ზრდა არ განიხილება.
ამჟამად, სემეკის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტარიფებია ასეა განსაზღვრული „ენერგო პრო ჯორჯიასა“ და „თელმიკოსთვის“:
სს ეპ ჯორჯია მიწოდება

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია