არქივი25 სექტემბერი, 2025, 01:39
აკაკი გვინიაძე: ერთადერთი, რაზეც ყველა ვთანხმდებით, გიორგი მარგველაშვილის ექსპრეზიდენტობაა…

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი აკაკი გვინიაძე:
მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის ზვიად გამსახურდია პირველი და ბოლო ლეგიტიმური პრეზიდენტია.
წულუკიანმა გვამცნო, შევარდნაძეს გადადგომის განცხადება არ დაუწერიაო.
მოქალაქეების ნაწილისთვის სააკაშვილია დღემდე პრეზიდენტი და ბოჟაძეც დაემოწმა დილიდან.
საპროტესტოდ განწყობილი ელექტორატისთვის ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.
“ოცნების” მომხრეები მიხეილ ყაველაშვილს თვლიან პრეზიდენტად.
ერთადერთი, რაზეც ყველა ვთანხმდებით, გიორგი მარგველაშვილის ექსპრეზიდენტობაა…
კიდევ რა საკითხზე მივაღწიეთ ეროვნულ კონსენსუსს? @highlight
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.