ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ბოტკოველი - ლევან ხაბეიშვილი დატყვევებულია მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხალხში გააღვიძა ქართული სული, რომლის ჩახშობასაც წლებია ხელისუფლება ცდილობს

გიორგი ბოტკოველი - ლევან ხაბეიშვილი დატყვევებულია მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხალხში გააღვიძა ქართული სული, რომლის ჩახშობასაც წლებია ხელისუფლება ცდილობს

ლევან ხაბეიშვილი დატყვევებულია მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხალხში გააღვიძა ქართული სული, რომლის ჩახშობასაც წლებია ხელისუფლება ცდილობს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისივე თქმით, 4 ოქტომბერი იქნება დღე ქვეყნის, ლევან ხაბეიშვილის, მიხეილ სააკაშვილისა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების დღე.
„ამას არ სჭირდება დიდი იურისტობა. პირველი კურსელი იურისტისთვისაც კი პირდაპირ გასაგებია, რომ ამ ბრალს არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან და ლევანი არის ერთადერთი რამისთვის დატყვევებული, რადგან ლევანის დაიჯერა ძალიან ბევრმა ადამიანმა. ლევანმა შეძლო, რომ გაეღვიძებინა ის ქართული სული, რომელიც არსებობდა ამ ადამიანებში და ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ჩაეხშო. რა თქმა უნდა, 4 ოქტომბერი არის ის დღე, როდესაც ჩვენ გავათავისუფლოთ პირველ რიგში ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა, გავათავისუფლოთ ლევან ხაბეიშვილი, მიხეილ სააკაშვილი და ყველა ის პოლიტიკური ტყვე, რომელიც დატყვევებული ჰყავს ივანიშვილის რეჟიმს,“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.