აკავებენ “ფორმულას“ ჟურნალისტს ქეთა ციცქიშვილს

აკავებენ “ფორმულას“ ჟურნალისტს ქეთა ციცქიშვილს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად წერს.
“ჩემამდეც მოვიდნენ ! მომაკითხეს მილიციელებმა ! “ - წერს ის.
ჩემამდეც მოვიდნენ ! მომაკითხეს მილიციელებმა !
რო გონიათ ან მე შემეშინდება ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ან ჩემს რომელიმე მეგობარს !
ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ ქართული ოცნება / Georgian Dream
რუსებო!!! p.s დე-მა ბებო/ბაბუ არ ინერვიულოთ,- წერს ის.
როგორც ირკვევა ჟურნალიტს საკუთარ სახლთან დახვდნენ და იქ აიყვანეს. მასთან ერთად იმყოფებოდა მის ძმა, რომელიც ვარაუდობს, რომ ჟურნალისტი გზის გადაკეტვისთვის დააკავეს.
მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.