არქივი21 ოქტომბერი, 2025, 13:57
ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ჟურნალისტს, ქეთა ციცქიშვილს ადვოკატები დღეს მოინახულებენ

ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ჟურნალისტს, ქეთა ციცქიშვილს, რომელიც ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი, ადვოკატები დღეს მოინახულებენ.
შეგახსენებთ, ქეთა ციცქიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა გუშინ შეუფარდა. მის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას შსს ითხოვდა. ქეთა ციცქიშვილს რუსთაველის გამზირზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებოდნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.