ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"აი, ასე თამაშობდა ძველი კვარაცხელია" - რას წერს იტალიური პრესა ხვიჩას შესახებ

სერია A-ს მე-18 ტურში, "ნაპოლიმ" "მონცას" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. "პარტენოპეის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. იტალიური მედია ქართველის თამაშს დადებითად გამოეხმაურა, გთავაზობთ მათ შეფასებებს:
"პერეირა აიძულა, რომ უხეშად ეთამაშა და მის წინააღმდეგ თამაშის წესები დაერღვია, რასპადორის პასის შემდეგ დარტყმა არ გამოუვიდა, მაგრამ ერთადერთი იყო, ვინც მეტოქეს ატყუებდა" - Tuttonapoli
"პარტენოპეის" რიგებიდან ყველაზე სახიფათო იყო, "მონცას" მცველები რამდენჯერმე პანიკაში ჩააგდო, თანაგუნდელებიც შესანიშნავი პასებით მოამარაგა, სამწუხაროა, რომ მომენტები გამოუყენებელი დარჩა" - Calcionapoli1926
"აი, ასე თამაშობდა ძველი კვარაცხელია, თუმცა გადამწყვეტ
მომენტებში მკვლელის ინსტინტქი აკლია. ქართველმა სწორედ ამ კომპონენტში უნდა მოუმატოს, თუ წარმატების მიღწევა სურს. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს ყველაზე მონდომებული იყო და ძალიან ბევრი ირბინა" - Eurosport-ი
"ძალიან ბევრს ეცადა, რათა მეტოქესთან განსხვავება შეექმნა. თუმცა ამჯერად არ გამოვიდა..." - Tuttomercatoweb-ი
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, "პარტენოპეი" მორიგ მატჩს 7 იანვარს, "ტორინოს" წინააღმდეგ გამართავს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.