ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი 92 დოლარს უახლოვდება

აზერბაიჯანული Azeri LT CIF ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე 0,4 დოლარით, ანუ 0,44%-ით გაიზარდა და ბარელზე 91,72 აშშ დოლარი შეადგინა. - ამის შესახებ ინფორმაციას report.az ავრცელებს.
გამოცემის ცნობით Brent-ის ნავთობის სექტემბრის ფიუჩერსები ბარელზე 86,54 დოლარად იყიდებოდა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო ბიუჯეტში 2024 წლის ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 75 დოლარი იყო.
Azeri Light-ის ყველაზე დაბალი ფასი დაფიქსირდა 2020 წლის 21 აპრილს ($15,81), ხოლო ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი $149,66 დაფიქსირდა 2008 წლის ივლისში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.