ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბირჟაზე ნავთობის ფასი შემცირდა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა.
ერთ დღეში საქონლის ღირებულება 1.5%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 85.5 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 82 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
რუსულ ნავთობის ბარელი Urals-ის ფასი კი 82 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ერთ თვეში დაახლოებით 17%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო ერთ წელიწადში მატება 40%-ს აღწევს.
ანალიტიკოსების შეფასებით, ბოლო 48 საათის განმავლობაში ნავთობის გაიაფება აშშ-ის მხრიდან ნედლი ნავთობის წარმოების ზრდით და ბაზრის გაჯერებითაა განპირობებული. გარდა ამისა, შედარებით შემცირებულია გეოპოლიტიკური რისკები ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, რაც ენერგორესურსების გაიაფებას უწყობს ხელს.
ფასის არასტაბილურობის ფონზე, ექსპერტები არ გამორიცხავენ OPEC-ის მხრიდან ინტერვენციის ალბათობას.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.