არქივი26 დეკემბერი, 2023, 17:08
აზერბაიჯანმა ორი ფრანგი დიპლომატი პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა
აზერბაიჯანში ორი ფრანგი დიპლომატი პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადეს და ქვეყნიდან გააძევეს, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საფრანგეთის ელჩი ან ბუიონი სამინისტროში დაიბარეს, რათა ეცნობებინათ, რომ საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გაძევებულია ქვეყნიდან, დიპლომატიური სტატუსისთვის შეუთავსებელი მოქმედების გამო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათ ქვეყნის დატოვებისთვის 48 საათი მისცა.
საელჩოს თანამშრომლების გაძევების კონკრეტული მიზეზი უცნობია.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.