აზერბაიჯანმა ორი ფრანგი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
აზერბაიჯანმა ორი ფრანგი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
უწყების ცნობით, აზერბაიჯანში საფრანგეთის ელჩი ან ბუიონი სამინისტროში დაიბარეს და აცნობეს, რომ საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი მათი დიპლომატიური სტატუსისთვის შეუთავსებელი ქმედების გამო ქვეყნიდან გაძევებულია. სამინისტრომ დიპლომატებს ქვეყნის დატოვებისთვის 48 საათი მისცა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფრანგი დიპლომატების მიზეზს არ აკონკრეტებს.
რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოვლინდა ფრანგული ჯაშუშური ქსელი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, უკრაინასა და მოლდოვაში საქმიანობდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.