პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აზერბაიჯანმა „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული სპეციალური კარანტინის რეჟიმი გაახანგრძლივა

აზერბაიჯანმა „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული სპეციალური კარანტინის რეჟიმი გაახანგრძლივა

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული სპეციალური კარანტინის რეჟიმი გაახანგრძლივა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.
აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და მის მიერ გამოწვეული გართულებების პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ვადა 2025 წლის პირველი აპრილის 06:00 საათამდე გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე საკარანტინო შეზღუდვა მოიცავდა პერიოდს 2025 წლის პირველი იანვრის 06:00 საათამდე.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.