აზერბაიჯანი-საქართველოს სახმელეთო საზღვარი დაკეტილი რჩება - საკარანტინო რეჟიმი 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა

აზერბაიჯანი-საქართველოს სახმელეთო საზღვარი დაკეტილი რჩება - საკარანტინო რეჟიმი 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კორონავირუსული პანდემიის გამო დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი, რომლის მიზანი კორონავირუსის ინფექციის გავრცელებისა და მისი პოტენციური გართულებების პრევენციაა, 2025 წლის 1-ელ აპრილამდე გაახანგრძლივა, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შესაბამის გადაწყვეტილებას ხელი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა მოაწერა.
ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ვადა 2025 წლის 1-ელ აპრილის 06:00 საათამდე გახანგრძლივდება. აზერბაიჯანში კორონავირუსის (COVID-19) ინფექციის გავრცელებისა და მისი პოტენციური გართულებების პრევენციას.
ეს იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახმელეთო საზღვარი კვლავ დაკეტილი რჩება.
ipn.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.