ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელად ჩერჩესოვს ან გიუნეშს დანიშნავენ

რუსული პრესის ინფორმაციით, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაცია ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატურას განიხილავს.
ესენი გამოცდილი დამრიგებლები, შენოლ გიუნეში და სტანისლავ ჩერჩესოვი არიან. აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც იტალიელი ჯანი დე ბიაზი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ გაათავისუფლეს.
ჩერჩესოვი რამდენიმე თვის წინ უნგრული "ფერენცვაროშიდან'' დაითხოვეს, გიუნეში კი ბოლოს "ბეშიქთაშს" ავარჯიშებდა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.