არქივი25 დეკემბერი, 2024, 11:39
აზერბაიჯანის ავიაკომპანიის თვითმფრინავმა ყაზახეთში კატასტროფა განიცადა

ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც წინასწარი მონაცემებით, 67 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.
აზერბაიჯანის ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი Embraer 190 ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა.
ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავში მყოფი 6 ადამიანი გადარჩა.
კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.