არქივი29 დეკემბერი, 2024, 09:53
სამხრეთ კორეაში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, დაიღუპა 96 ადამიანი

სამხრეთ კორეაში ავიაკომპანია Jeju Air-ის სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 96 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, Boeing 737-800-ი, რომელსაც მგზავრები ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან გადაჰყავდა, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას კედელს შეეჯახა.
ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიით, კატასტროფა თვითმფრინავის შასში ჩიტის მოხვედრამ გამოიწვია, თუმცა ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.