ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავჭალაში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა ავჭალაში, ალექსანდრე მანაგაძის მე-4 ჩიხში სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციით ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიცემული დაპირება შესრულდება.
„აღნიშნულ სკვერში მთლიანად განახლდება და მოწესრიგდება ყველაფერი. ეს სივრცე ამორტიზებულია და პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობისთვის. დაახლოებით, 400 000 ლარი დაიხარჯება აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. აქაც მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, პავილიონი; დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორია გამწვანდება და განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა კალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.