ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავტომობილების რეექსპორტი ჯამში 2464 სუბიექტმა განახორციელა, საიდანაც 90%-ზე მეტს ინდივიდუალური მეწარმეები წარმოადგენენ - IDFI

ავტომობილების რეექსპორტი ჯამში 2464 სუბიექტმა განახორციელა, საიდანაც 90%-ზე მეტს ინდივიდუალური მეწარმეები წარმოადგენენ - IDFI

საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტის საკითხზე IDFI-ის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველ ოთხ თვეში ავტომობილების რეექსპორტი ჯამში 2 464 სუბიექტმა განახორციელა, საიდანაც 90%-ზე მეტს ინდივიდუალური მეწარმეები წარმოადგენენ.
კვლევის თანახმად, სუბიექტების უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეებს წარმოადგენს, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირის მონაწილეობით კი მხოლოდ 100-მდე სუბიექტი იყო. ამასთან აღსანიშნავია, რომ ინდ. მეწარმეების ნაწილის ოფიციალურ საქმიანობის სფეროს არ წარმოადგენს ავტომობილების ვაჭრობა. IDFI-ში ამბობენ, რომ ექსპორტიორებს შორის ავტომობილებით ვაჭრობა ოფიციალური საქმიანობა მხოლოდ 1000-მდე ინდ.მეწარმისა და კომპანიის შემთხვევაშია მითითებული.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.