ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თითო საექსპორტო ავტომობილის ღირებულებამ 2025 წელს მან 24,000 დოლარს გადააჭარბა. რეექსპორტზე გატანილი ავტომობილების საშუალო ღირებულება 3-ჯერ გაიზარდა - IDFI

საქართველოდან რეექსპორტზე გატანილი ავტომობილების საშუალო ღირებულება ბოლო წლებში დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა. თუკი 2021 წელს თითო საექსპორტო ავტომობილის ღირებულება 7,600 დოლარის ფარგლებში იყო, 2025 წელს მან 24,000 დოლარს გადააჭარბა, რაც მიანიშნებს რომ ქვეყნიდან რეექსპორტზე მაღალი საფასო კატეგორიის ავტომობილები გადის. - აღნიშნულია IDFI-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომლითაც ორგანიზაციამ საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი შეისწავლა.
ორგანიზაცია აქვეყნებს მონაცემებს, სადაც ნაჩვენებია წლების მიხედვით საქართველოდან საექსპორტოდ გასული ავტომობილების საშუალო ღირებულება. რაც ასე გამოიყურება:
· 2021 წელი - 7 652 აშშ დოლარი.
· 2022 წელი - 9 232 აშშ დოლარი;
· 2023 წელი - 19 425 აშშ დოლარი;
· 2024 წელი - 20 138 აშშ დოლარი;
· 2025 წელი - 24 777 აშშ დოლარი:
კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. წლის პირველ 6 თვეში ქვეყნიდან რეექსპორტზე 1.2 მლრდ. დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი გავიდა, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 38%-ია; 2021 წლიდან დღემდე საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 493%-ით გაიზარდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.