ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი - დანით თავდასხმაში ეჭვმიტანილი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული პირია

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი - დანით თავდასხმაში ეჭვმიტანილი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული პირია

ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის, გერჰარდ კარნერის განცხადებით, პირი, რომელიც ქალაქ ვილახში მოქალაქეებს დანით დაესხა თავს, რადიკალია და კავშირი აქვს ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“.
„სირიელი ეჭვმიტანილი, რომელიც გამვლელებს დანით დაესხა თავს, ისლამისტი თავდამსხმელი იყო, მას კავშირი ჰქონდა „ისლამურ სახელმწიფოსთან“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ მისი რადიკალიზაცია ინტერნეტის საშუალებით მოხდა.
შეგახსენებთ, ავსტრიაში დანით თავდასხმის შედეგად 14 წლის ბიჭი დაიღუპა და ხუთი ადამიანი დაშავდა. პოლიციამ 23 წლის ეჭვმიტანილი დააკავა. დაკავებული სირიის მოქალაქეა, ის თავშესაფრის მაძიებელია, თუმცა ავსტრიაში ბინადრობის ნებართვა აქვს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.