ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავსტრიის ქალაქ გრაცის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

ავსტრიის ქალაქ გრაცის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

ავსტრიის ქალაქ გრაცის ერთ-ერთ სკოლაში სროლა იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე მოკლულის შესახებ იუწყება.
ავსტრიის მედიასაშუალებების ცნობით, მოკლულია სულ მცირე 8 ადამიანი. არიან დაჭრილები.
თავდასხმის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივი პოლიცია ამ ეტაპზე მხოლოდ იმას აცხადებს, რომ გრაცის იმ ქუჩაზე, სადაც სკოლა მდებარეობს ოპერაცია და ევაკუაცია მიმდინარეობს.
ავსტრიის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე გრაცი ვენის შემდეგ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქია.
განახლება: ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ORF პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ სკოლაში სროლა დაიწყო ერთ-ერთმა მოსწავლემ, რომელმაც შემდეგ თავი მოიკლა.
გამოცემა Kronen Zeitung-ის ინფორმაციით, სკოლის მოსწავლემ ცეცხლი ორ კლასში გახსნა, მოგვიანებით კი მისი ცხედარი სკოლის ტუალეტში იპოვეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.