ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი: არ დავემორჩილებით პუტინის შანტაჟს, შემიძლია, დაგპირდეთ, ზამთარში არავინ გაიყინება

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი: არ დავემორჩილებით პუტინის შანტაჟს, შემიძლია, დაგპირდეთ, ზამთარში არავინ გაიყინება

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი „გაზპრომის“ მიერ ავსტრიისთვის გაზის შეწყვეტის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ნეჰამერმა მედიასთან დაადასტურა, რომ ავსტრიულმა კომპანია OMV-მ „გაზპრომიდან“ გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება მიიღო.

„ეს ნიშნავს იმას, რომ მოხდა ის, რისთვისაც უკრაინაში ომის დაწყებიდან ვემზადებით. ჩვენ ასევე ვაჩვენებთ, რომ არ დავემორჩილებით პუტინის შანტაჟს“, – აღნიშნა კანცლერმა.

ნეჰამერმა განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს სხვა წყაროები გაზის მისაღებად, ხოლო ამჟამად რეზერვების 93%-ია შევსებული, რაც ავსტრიას მთელი წელი ეყოფა.

„შემიძლია, დაგპირდეთ, რომ ზამთარში არავინ გაიყინება“, – აღნიშნა ნეჰამერმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.