ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავსტრიელმა მოთხილამურე ინფლუენსერმა სვანეთის ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეო რგოლები მოამზადა

ავსტრიელმა მოთხილამურე ინფლუენსერმა სვანეთის ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეო რგოლები მოამზადა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავსტრიელ ინფლუენსერსა და პროფესიონალ მოთხილამურეს თაო კრაიბიჰს უმასპინძლა. პრესტურის ფარგლებში, საქართველოში, ავსტრიელმა ინფლუენსერმა ოპერატორთან ერთად იმოგზაურა.
თაო კრაიბიჰი სვანეთის ზამთრის ტურისტულ პოტენციალს გაეცნო, და ვიდეო მასალა მოამზადა რეგიონის სამთო კურორტების, კულტურის, ბუნებისა და ხალხის შესახებ,
ინფლუენსერმა Instagram გვერდზე საქართველოს შესახებ სთორები და ვიდეო რგოლები გაავრცელა. თაო კრაიბიჰს სოციალურ ქსელებში ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.