ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ხელმეორედ გახსნა ამ რეალობაში, არც კი განიხილება" - ტურისტული ობიექტი "ღვინის ბუფეტი" დაიხურა

"ხელმეორედ გახსნა ამ რეალობაში, არც კი განიხილება" - ტურისტული ობიექტი "ღვინის ბუფეტი" დაიხურა

თბილისში, თუმანიანის #15-ში მდებარე ტურისტული ობიექტი „ღვინის ბუფეტი“ დაიხურა. ამის შესახებ BM.GE-სთან ობიექტის დამფუძნებელმა, ვასილ ამურველაშვილმა ისაუბრა.
მისივე განცხადებით, ტურისტული ობიექტის დახურვის მიზეზი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და მომხმარებლების არ ყოლას უკავშირდება.
"ობიექტი დავხურეთ. ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მომხმარებლების რაოდენობა განულდა და ტურისტული ობიექტი თავსაც ვეღარ ინახავდა.
უბრალოდ, ფართი ჩემი იყო და ვუძლებდი ყველაფერს, თუმცა ბოლოს უკვე შენახვა ვეღარ შევძელი. ახლა, ეს ფართი გაქირავებულია და ხელმეორედ გახსნა ამ რეალობაში, არც კი განიხილება", - ამბობს "ღვინის ბუფეტის" დამფუძნებელი.
აღსანიშნავია, რომ ტურისტული ობიექტი ქართულ ტრადიციულ კერძებსა და ღვინოს სთავაზობდა.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.