ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავსტრალიაში ქარიშხალს და წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა და ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ავსტრალიაში ქარიშხალს და წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა და ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ავსტრალიაში ციკლონისგან გამოწვეულ უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა და ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ახალი სამხრეთ უელსისა და ქუინსლენდის შტატებში ქარიშხალმა წყალდიდობა გამოიწვია და ელექტროგადამცემი ხაზები და ხეები გაანადგურა.
წყალდიდობის შედეგად 61 წლის მამაკაცი დაიღუპა.
დაზარალებულ რეგიონებში 290 000-მდე სახლი და დაწესებულება ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ენერგეტიკული კომპანიები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ გამორთვა, შეიძლება, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.