პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ავსტრალიის მთავრობამ გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია და შეზღუდვები დაუწესა კიდევ 37 ფიზიკურ და შვიდ იურიდიულ პირს, რომლებსაც ეკონომიკური ან სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ, ამის შესახებ ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა.
კერძოდ, ავსტრალიამ სანქციები დააწესა რუსი მომღერლის, იაროსლავ დრონოვის წინააღმდეგ, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით „შამანი“.
რუსული გამოცემა Finance.Mail-ის ცნობით, სანქციებს ასევე დაექვემდებარნენ Sovcomflot-ის, Gazprom Neft-ის და Gazprombank-ის დირექტორთა საბჭოს წევრებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.