ანდრეი სიბიგა – ველით, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები ნამდვილად ძლიერი იქნება და პუტინის ომის ბიუჯეტს დააზარალებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ძლიერ სანქციებს ელის, რაც რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ომის ბიუჯეტს დააზარალებს.
„კარგი შეხვედრა მქონდა კაია კალასსთან. განვიხილეთ ევროკავშირის შემდეგი ნაბიჯები რუსეთზე სანქციების გაზრდის მიზნით. ველით, რომ ისინი ნამდვილად ძლიერი იქნება და პუტინის ომის ბიუჯეტს დააზარალებს“, – წერს სიბიგა სოციალურ პლატფრომა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მისი ინფორმაციით, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასსთან გამართულ შეხვედრაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლის აუცილებლობის საკითხიც განიხილეს.
„ასევე განვიხილეთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლის აუცილებლობა. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინამ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა მოლაპარაკების პირველი კლასტერის გასახსნელად და რომ ერთი ქვეყნის მიერ პროცესის დაბრკოლება მიუღებელია“, – წერს სიბიგა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა