ავთანდილ თალაკვაძე: 2025 წლის მუნიციპალური ბიუჯეტის 21% – 9,425 მილიონი ლარი განათლების სფეროზე დაიხარჯება

„ 2025 წლის მუნიციპალური ბიუჯეტის 21% დაიხარჯება განათლების სფეროში (9,425 მილიონი ლარი, გასულ წელთან შედარებით 879,000 ლარით ზრდა). ჩვენი ამოცანა იქნება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, პირობების და მომსახურების გაუმჯობესება, პერსონალის ხელფასების კიდევ გაზრდა და ინფრასტრუქტურის განახლება. ამ ეტაპისთვის 2025 წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მომუშავე პერსონალს ხელფასი მოემატება კიდევ 100 ლარით,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ საკრებულოს სხდომაზე, სადაც ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობდა. ოზურგეთის მერის თქმით, 2025 წელსაც გაგრძელდება ახალგაზრდების წახალისების და მხარდაჭერის პროგრამა. 100%-იანი გრანტის მფლობელ ახალგაზრდებთან ერთად წახალისდებიან 70%-იანი გრანტის მფლობელი ახალგაზრდებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა