ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავთანდილ თალაკვაძე: მუნიციპალური ბიუჯეტის 18% დაიხარჯება სპორტის, კულტურის და ახალგაზრდობის საჭიროებებზე

ავთანდილ თალაკვაძე: მუნიციპალური ბიუჯეტის 18% დაიხარჯება სპორტის, კულტურის და ახალგაზრდობის საჭიროებებზე

„ გვეამაყება ჩვენი სპორტსმენების წარმატებები, რომელთაც არაერთხელ ასახელეს ქვეყანა და საქართველოს დროშა ამაყად ასწიეს საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებზე. ოზურგეთელმა ათლეტებმა ეროვნული მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ჩვენმა სპორტსმენებმა შეჯიბრებებზე მოიპოვეს – 377 მედალი. მათ შორის, ეროვნულ ჩემპიონატებში 366 მედალი: 147 ოქრო, 110 ვერცხლი, 109 ბრინჯაო, საერთაშორისო ტურნირებში კი 11 მედალი: 1 ოქრო, 2 ვერცხლი, 8 ბრინჯაო,“- ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
ოზურგეთის მერმა საზოგადოებას ასევე გააცნო ოზურგეთის სპორტული მიღწევების სტატისტიკა წლების მიხედვით.
2018 – 2021 წლები 484 მედალი, ეროვნული ჩემპიონატები – 470 მედალი: 154 ოქრო, 131 ვერცხლი, 185 ბრინჯაო; საერთაშორისო ტურნირები – 14 მედალი: 3 ოქრო, 4 ვერცხლი, 7 ბრინჯაო; 2022 – 2024 წლები – 1131 მედალი; ეროვნული ჩემპიონატები – 1106 მედალი: 378 ოქრო, 320 ვერცხლი, 408 ბრინჯაო; საერთაშორისო ტურნირები – 25 მედალი: 8 ოქრო, 7 ვერცხლი, 10 ბრინჯაო.
„ პროგრესი შთამბეჭდავია. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ჩემპიონებს, მედალოსნებს და რაც მთავარია მწვრთნელებს – ვინც უდიდესი შრომა გასწია ამ წარმატებების მისაღწევად. ჩვენი ამოცანაა ეტაპობრივად კიდევ უფრო გავზარდოთ სპორტზე ხელმისაწვდომობა, რათა ყველა ოჯახს ჰქონდეს საშუალება ბავშვები სპორტულ წრეებზე შეიყვანოს. ამით ხელს შევუწყობთ მოზარდთა ჯანმრთელობას და ჯანსაღ განვითარებას. ამისათვის, აქტიურად მიდმინარეობს ოზურგეთში სხვადასხვა სახის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება,“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ საკრებულოს სხდომაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.