არქივი29 ივლისი 2025, 10:39
ავარია რუსთავი გაჩიანის გზაზე – მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადავარდა

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, რუსთავის ავტობანზე, ე.წ. გაჩიანიზ ხიდზე “მერსედესი”-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადავარდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 1 არასრულწლოვანია. პაციენტების გადაყვანა “კლინიკა რუსთავში” მოხერხდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.