პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სურამთან სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა - არსებული ინფორმაციით, შემთხვევის გამო ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეფერხდა

სურამთან სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა - არსებული ინფორმაციით, შემთხვევის გამო ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეფერხდა

სურამთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარი ფაქტის გამო, ავტომაგისტრალზე საცობი შეიქმნა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.