ადვოკატი: სამართლებრივად შეუძლებელია, ლევან ხაბეიშვილს კიდევ ერთხელ წაუყენონ საბოტაჟზე ბრალი

სამართლებრივად შეუძლებელია, ლევან ხაბეიშვილს კიდევ ერთხელ წაუყენონ საბოტაჟზე ბრალი  – ასე ეხმაურება დაპატიმრებული ოპოზიციონერიო პოლიტიკოსის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე ოპოზიციის დევნის საქმეზე მიყვანილი მოწმე პოლიციელების ჩვენებებს.

  • ცნობისთვის პროკურატურის რამდენიმე მოწმემ პროცესზე ლევან ხაბეიშვილის სახელი და გვარი ახსენა, მაგრამ ამ საქმეში “ნაცმოძრაობის” ლიდერი ბრალდებული საერთოდ არ არის.

ხაბეიშვილის უფლებადამცველი განმარტავს, რომ ხაბეიშვილისთვის იგივე მუხლით ბრალის წარდგენა, რომელზეც უკვე სასჯელიც აქვს მისჯილი, სამართლებრივის ნონსენსი იქნება.

ყველანაირ სამართლის წესს ეწინააღმდეგება, რომ ადამიანს ერთი და იგივე ქმედებების გამო ორჯერ წაუყენო ბრალი. ლევან ხაბეიშვილს უკვე ორი წელი მიუსაჯეს საბოტაჟის მუხლით და სრულიად შეუძლებელია, სამართლებრივი ნონსენსია, რომ კიდე ერთხელ ადამიანს თავიდან წაუყენო ბრალი. აქედან გამომდინარე, როგორც უფლებადამცველი და როგორც სამართლის მცოდნე ვამბობ, რომ შეუძლებელია სამართლებრივად ლევან ხაბეიშვილს კიდევ ერთხელ წაუყენონ საბოტაჟზე ბრალი, რადგან ხაბეიშვილს უკვე მიუსაჯეს ორი წელი საბოტაჟის მუხლზე”, – აცხადებს ლაშა ტყეშელაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა – ვაფასებთ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის მოწოდებას, რომ ომის შეჩერების დრო დადგა – პუტინის პრესმდივანმა უკვე უარყო ეს წინადადებაც, დასკვნა ასეთია: მოსკოვზე უფრო ძლიერი ზეწოლაა საჭირო

რუმინეთის პრეზიდენტი – რუმინეთის საჰაერო ძალებმა ქვეყნის ტერიტორიული წყლების თავზე დრონი ჩამოაგდეს – დაუშვებელი და მიუღებელია, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას