ლევან თაქთაქიშვილი: კახა გველესიანი გარდაიცვალაო! ამოაგდო დასაწვავმა ინტერნეტმედიამ დილას!

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი:
კახა გველესიანი გარდაიცვალაო! ამოაგდო დასაწვავმა ინტერნეტმედიამ დილას! ელვასავით გაიარა ჩემს თავში… ჩაქრა კიდევ ერთი ვარსკვლავი ჩემი ცხოვრებისა, რომელიც სხვა აქამდე ჩამქრალ ვარსკვლავებს მახსენებდა….
ეს იყო 1988 წელს. მე მაშინ სკოლა დავასრულე და მამამ პირველი კოსტუმი შეაკერინა ჩემთვის. ეს იყო დიდი ამბავი. ამ კოსტუმით სკოლის გამოსაშვებ საღამოზე ვიყავი და რამდენიმე თვის მერე კვლავ დამჭირდა.
დილას ჩემმა უფროსმა მეგობარმა, მეზობელმა, დიდი ძალის პატრონმა, ეზოს ყოჩმა, ჩემმა პატრონმა და გამბლატავებელმა ცხონებულმა ირაკლი ჯიბლაძემ შემომძახა ეზოდან!.
– ლევან, კოსტუმ გალსტუკით დღეს საღამოს მივდივართ სერიოზულ სასტავში! მართლაც საღამოს სახლის წინ პეკინის 33 -ში ტაქსი გააჩერა და რესტორან არაგვში წავედით. მახსოვს: 3 მანეთი დაწერა და ჯიბლამ თუმნიანი ჩაუდო ხელში, ხურდა არ მინდაო… მე თვალი გავაყოლე… დღეს სერიოზული შეხვედრაა, ამ სასტავთან საქმე მაქვს დასალაგებელი ! თუ დალაგდა, მაგარი იქნება! – მეუბნება ჯიბლა… ერთია მათში ინტელექტუალი, მასთან თუ დავალაგე, მერე გაგაცნობ და ილაყბე რამდენიც გინდა… იქამდე გვერდით იქნები, გოგოებიც იქნებიან. ბოლოს დაგიძახებ!
შევედით. ჯიბლა იმ ჯგუფთან დაჯდა, მე კი მოშორებით. იქ ვნახე ჩემი ბაღელი და კარგი დროც ვატარე. დავლიეთ და ერთი ულამაზესი გოგო ავირჩიე( ეხლაც ულამაზესია) გრადუსმაც თავისი ქნა და რამდენჯერმე ვეცეკვე ამ მზეთუნახავს. კარგ ხასიათზე ვარ და ჯიბლა მოვიდა- ბიჭო, ამ გოგოს აღარ ეცეკვო, პატრონი ჰყავს… ცუდს რას ვაკეთებ მეთქი?
– რაც გინდა ის ქენიო, მითხრა! რამე რომ იყოს, მე ვერ გიშველიო!
მალე წამოვედით!
-ის კაცი რატომ არ გამაცანი მეთქი!
-იმ კაცმა მკითხა შენზე-ეს ვინააო, შენ რომ იქ ცეკვები აგიტყდაო! ის კაცი პატრონობდა იმ შენს პრინცესას!
გავიდა წლები და ჯიბლასთან ავედი საქმეზე, ცუდი ამბავი მოხდაო, კახა გველესიანი დაიჭრაო. ხერხემალი დაუზიანდაო. აი, შენ რომ ცეკვები მოგინდა , იმ გოგოს პაკლონიკი მაშინ ის კაცი იყოო.
წლები გავიდა და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა ალიკო კარტოზიამ, რომელიც უკვე განათლების მინისტრი იყო, დამირეკა- ლევან, ჩემი მეგობარია კახა გველესიანი და ერთი წიგნი სჭირდება, დაგირეკავსო!
კახა გველესიანი! ყურმა რეჩხი მიყო! ალბათ სხვაა მეთქი. დამირეკა და სასიამოვნო და დინჯი ხმით მეუბნება- გამარჯობა, მე უცნაური თხოვნა მაქვს-მჭირდება წიგნი, რომელიც ალექსანდრე ბოროდინზეა, რუსულად! ავტორი არ მახსოვს. წაკითხული მაქვს და ყდა ყავისფერი აქვს!
იქნებ მომიძებნო, იქ საინტერესო ამბავი წერია, მე
მიჭირს ბიბლიოთეკის დარბაზში ასვლა, მოვალ მანქანით როცა მეტყვით. მაშინვე მივხვდი, რომ ეს კაცი იყო ჯიბლას მეგობარი.
ჯიბლა უკვე კარგა ხნის მოკლული იყო. ჩემი საყვარელი ირაკლი ჯიბლაძე. ყველა წიგნი რომ მოგეძებნა ბოროდინზე, შეუძლებელი არ იყო, გამოვიწერე ყველა წიგნი ბარათული ანბანური კატალოგიდან, ავტორი კი არ ვიცოდი, მაგრამ ბოროდინზე მოვძებნე( о нем). გამოვწერე და ავირჩიე ყავისფერი წიგნი. ავტორი დიომინი. საღამოს მოვიდა და კარებთან ჩავიტანე. შემხვდა და რომ დაინახა, გაიხარა! სახე გაუნათდა! გადაშალა და მოძებნა ერთი ადგილი! ამ ფურცლის ასლი მინდაო! მეორე დღეს მოვიდა და ასლი გადავეცი. ამ ფურცელზე იყო მითითებული წყარო, რომ პეტრე პირველი იყო ქართველი. პირდაპირ წერია, რომ პეტრე პირველი დაინტერესებული იყო არჩილ მეორის ქალიშვილის ქორწინებით, რადგან ის მისი ნათესავი იყოო და პეტრეც თავს თვლიდა იმერელი ბაგრატიონების სისხლის მატარებლადო. ეს წიგნი 1956 წელსაა დაბეჭდილი და ტექსტი კი მეცხრამეტე საუკუნის ხელნაწერიდანაა. ასე რომ სტალინის გუნდრუკის რკმევა არ გეგონოსო-მითხრა კახამ. ასე დავძმაკაცდით. მირეკავდა ხოლმე და ასე ვეძებდით მის მეხსიერებაში არსებულ ინფორმაციების წყაროებს. მას ახსოვდა ჟურნალ ” ოგონიოკის” სტატიებიც. ბოლოს მთხოვდა ოგონიოკის ნომერს, რომელიც ჩვენ არ აღმოგვაჩნდა.
ერთხელ მეგობარი მეწვია ქუთაისიდან და რესტორანში დავპატიჟე- სად გინდა მეთქი და ვორონცოვის მოედანზე წავიდეთო. იქ არის მიწისქვეშა რესტორანი. კარგად გეახელით და უცებ კახა გველესიანი გაჩნდა. ვილაპარაკეთ და მერე დაგვემშვიდობა. ბოლოს რომ მოვითხოვეთ გადახდა-გადახდილიაო. ასე მოხდა მეორეჯერაც. ახლა უცხოელი მყავდა სტუმარი .
გამიკვირდა- რა დამთხვევაა მეთქი. მერე გავიგე, რომ დამფუძნებელი ყოფილა.
აღარ ჩავდიოდი. მერიდებოდა.
ენერგიული კაცი იყო. სიცოცხლის მოყვარული. ნათელში იყავით, ბატონო კახა!

66 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ბიზ­ნეს­მე­ნი კახა გვე­ლე­სი­ა­ნი.

კახა გვე­ლე­სი­ა­ნი 1960 წელს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. 1984 წელს მან და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა სას­ტუმ­რო “თბი­ლი­სი მა­რი­ო­ტი”, მთაწ­მინ­დის ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის კომ­პლექ­სი, ასე­ვე “ქორ­თი­არდ მა­რი­ო­ტი” და “მოქ­სი”.

1994 წლი­დან ის იყო სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრ “ექ­სპო ჯორ­ჯი­ას“ ერთ-ერთი დი­რექ­ტო­რი.

1998 წლი­დან 2003 წლამ­დე ის იყო სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რი.

ამას­თან, ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბის მიღ­მა, კახა გვე­ლე­სი­ა­ნი ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც კუ­ლი­ნა­რი­ი­სა და ღვი­ნის ექ­სპერ­ტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ქავთარაძე – დავგეგმეთ ჩასატარებელი კვლევები, გვექნება ონლაინ კონსილიუმიც – ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა, ვიმედოვნებთ, კოლეგებთან ერთად შევძლებთ, რომ პროგრესირება შევაჩეროთ