ადვოკატი – მოლოდინი გვაქვს, რომ ლუკა კურტანიძის მიმართ წარდგენილი ოთხი მუხლიდან სამში გამამართლებელი განაჩენი დადგება

მოლოდინი გვაქვს, რომ ლუკა კურტანიძის მიმართ წარდგენილი ოთხი მუხლიდან სამში გამამართლებელი განაჩენი დადგება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, ლუკა კურტანიძის ადვოკატმა ივანე მეფარიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დაცვის მხარეს დღეს შუამდგომლობა არ ექნება.
„მხარეები დასკვნით სიტყვას ვიტყვით და საბოლოოდ, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას.
მოლოდინი გვაქვს, რომ წარდგენილი ოთხი მუხლიდან სამში გამართლდება, იმ ერთ მუხლში, რომელსაც ვაღიარებთ, ბევრი შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით – ის აღიარებს დანაშაულს, ნასამართლევი არ არის და ველოდებით მსუბუქ სასჯელს ამ ნაწილში.
კურტანიძე აღიარებს იმას, რომ ხელი მოკიდა და ტერიტორიიდან განარიდა, ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფის დახმარებაც არ დასჭირდა ყოფილ მეუღლეს, იმდენად მსუბუქი დაზიანება მიადგა.
ყოფილი ცოლი ტერიტორიიდან გაიყვანა, რადგან სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდგომ გადავწყვეტთ, გავასაჩივრებთ თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ადვოკატმა ივანე მეფარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ