პროკურორი ლუკა კურტანიძის საქმეზე – ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას მოვითხოვთ – საპროცესო შეთანხმების თაობაზე განხილვა საერთოდ არ მიმდინარეობს

პროკურატურა „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის ლუკა კურტანიძის დამნაშავედ ცნობას ითხოვს.
როგორც საქმის პროკურორი დავით კირჩხელი „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით საუბარი არ მიმდინარეობს.
პროკურორის თქმით, სასამართლოს ბრალდებულის ლუკა კურტანიძის პატიმრობაში დატოვებას და სასჯელის განსაზღვრას სთხოვს.
„ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში, დამნაშავედ ცნობას და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას მოვითხოვთ.
დიახ, მთავარი მოთხოვნაა, დამნაშავედ ცნობა მოხდეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებამდე წინასწარ შეუძლებელია რაიმეს თქმა, ვნახოთ, სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
საპროცესო შეთანხმების თაობაზე განხილვა საერთოდ არ მიმდინარეობს“, – აცხადებს დავით კირჩხელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ