ადვოკატის განცხადებით, გიგი უგულავას გზის გადაკეტვას ედავებიან, თუმცა, მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას ადვოკატის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, უგულავას გზის გადაკეტვას ედავებიან, თუმცა, მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია.
აბესაძის თქმით, ამ ყველაფერს სამართალთან კავშირი არ აქვს და პროცესები პოლიტიკურია.
„გიგი უგულავას სავარაუდო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე გაიმართება პროცესი. 17 იანვარს, “მამების და შვილების” მარშზე რუსთაველის გამზირი ხელოვნურად გადაიკეტა. 593 ადამიანის დაჯარიმებას აპირებენ, სადაც არანაირი ინდივიდუალური მტკიცებულება, ან შეფასება წარმოდგენილი არ არის. ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის რეპრესია, ეს რეპრესია ივანიშვილის ძალმომრეობითი რეჟიმის განსამტკიცებლად და იმ დანაშაულების გადასაფარადაა საჭირო, რასაც პოლიცია სჩადის. არანაირი მოლოდინი სამართლიანი სასამართლოსი არ გვაქვს, როგორც პოლიტიკურ პროცესში, ასე ვმონაწილეობთ”,- განაცხადა აბესაძემ.
რამდენიმე წუთში გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართება. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან. კერძოდ კი იმას, რომ ის 17 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”