ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ახალი თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება. დღევანდელი კენჭისყრის შედეგად თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხერხდა.
ხმის მიცემაში 2700-ზე მეტმა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. მეორე ტურში გადასულ კანდიდატებს შორის ირაკლი ყანდაშვილმა 1283 ხმა მიიღო, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა - 1109 ხმა. კენჭისყრის პროცესი 19:00 საათზე დაიხურა.
კანონმდებლობის შესაბამისად, თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური არაუგვიანეს 14 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს.
2025 წლის არჩევნებში ასოციაციის თავმჯდომარეობის სურვილი ექვსმა კანდიდატმა გამოთქვა: ნიკოლოზ კვანტრიშვილი, გიორგი მარიამიძე, მუხრანი ღურწკაია, ირაკლი ყანდაშვილი, ირაკლი ჩომახაშვილი და მანუჩარ ჭუმბურიძე.
ამასთან, დღევანდელ კრებაზე არჩეულ იქნენ აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებიც.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.