არქივი17 დეკემბერი, 2025, 20:56
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური 21 დეკემბერს გაიმართება

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური 21 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი ავრცელებს, რომელიც თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატია.
მისივე ინფორმაციით, მეორე ტური ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში, 10:00-19:00 საათებში ჩატარდება.
ინფორმაციისთვის, პირველი ტურის კენჭისყრის შედეგად, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართა, ახალი თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. კენჭისყრაში 2700-ზე მეტმა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. მეორე ტურში გადასულმა ირაკლი ყანდაშვილმა 1283 ხმა მიიღო, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა - 1109 ხმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.