ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ადგილობრივი ბაზარი მოცვის წარმოების 10%-ს მოიხმარს" - როგორი იქნება წლევანდელი მოსავალი?

"ადგილობრივი ბაზარი მოცვის წარმოების 10%-ს მოიხმარს" - როგორი იქნება წლევანდელი მოსავალი?

"აგრითაჩის" დამფუძნებელი ეკატერინე ვეფხვაძე აღნიშნავს, რომ წელს კლიმატურმა პირობებმა მოცვის საადრეო მოსავლიანობა შეაფერხა, რის გამოც სეზონი გადაიწევს - საპროგნოზო მოსავლიანობაზე მან "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა.
ეკატერინე ვეფხვაძე მოცვის ფასწარმოქმნასაც შეეხო და განმარტა, რომ, ვინაიდან ქართული მოცვის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, კენკრის ღირებულებას ადგილობრივ ბაზარზეც რუსეთი განსაზღვრავს.
"5 000-დან 5 500 ტონამდე ვვარაუდობთ მოსავლიანობას. რა თქმა უნდა, კლიმატურმა პირობებმა წელს ძალიან დაგვაზიანა, რაც, ძირითადად, საადრეო მოსავალს შეეხო, რომელიც ყვავილობაში იყო უკვე და შესაბამისად, ჩვენი სეზონი გადაიწევს, რაც საფასო პოლიტიკაზე აისახება.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.