ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარკო რუბიო - რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტის პირობებს ველოდებით, ბევრად უკეთ გავიგებთ ბატონი პუტინის გათვლებს, როგორც კი ვნახავთ, როგორი იქნება ეს პირობები

მარკო რუბიო - რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტის პირობებს ველოდებით, ბევრად უკეთ გავიგებთ ბატონი პუტინის გათვლებს, როგორც კი ვნახავთ, როგორი იქნება ეს პირობები

რუსეთმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, პირობა დადო, რომ აშშ-ს გაუგზავნის პირობებს, თუ რა იქნება საჭირო უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, - Politico-ს ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
„ჩვენი ინფორმაციით, რუსები აპირებენ შეადგინონ პირობები, თუ რა იქნება საჭირო ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, რაც შემდგომში უფრო ფართო მოლაპარაკებების საშუალებას გააჩენს. ველოდებით ამ პირობებს და შემდეგ ბევრად უკეთ გავიგებთ ბატონი პუტინის გათვლებს, როგორც კი ვნახავთ, როგორი იქნება ეს პირობები“, - აღნიშნა რუბიომ.
გამოცემის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა მიანიშნა, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ვაშინგტონის მოსკოვთან და კიევთან საუბრის შესაძლებლობას.
„მას [დონალდ ტრამპს] სურს, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ორივე მხარეზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა მშვიდობისკენ სვლის კუთხით. როგორც კი გარკვეულ ქმედებებს განახორციელებ, კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეზე გავლენას დაკარგავ“, - აღნიშნა რუბიომ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.