არქივი26 დეკემბერი 2023, 04:36
ადამ მიცკევიჩის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ადამ მიცკევიჩის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის მიხედვით 19 800 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო, მოეწყო ტროტუარები, პანდუსები, სანიაღვრე ქსელი და გარეგანათება.
სრულად მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. რაც შეეხება საავტომობილო მოძრაობას, უკვე სრულად აღდგენილია. ქუჩის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 2 000 000 ლარი გამოიყო.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.