აგენტად რეგისტრაციის ბოლო ვადა 2 სექტემბერია – იუსტიციის სახლი საგანგებო რეჟიმში მუშაობს

აგენტად რეგისტრაციის ბოლო ვადა 2 სექტემბერია. იუსტიციის სახლის განცხადებით, ფილიალები, დღეს, კვირას, პირველ სექტემბერს საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ.
განცხადების მიხედვით, 10:00-დან 17:00 საათამდე, საქართველოს 30 ქალაქში, დაინტერესებულ პირებსა და სუბიექტებს იუსტიციის სახლის ფილიალებში განაცხადის ჩაბარება შეეძლებათ.
“კვირას, 1 სექტემბერს, იუსტიციის სახლის ფილიალებში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოთხოვნის შესაბამისად, განაცხადის ჩაბარება შესაძლებელი იქნება.
დაინტერესებულ პირებს/სუბიექტებს იუსტიციის სახლის ფილიალებს შეუძლიათ მიმართონ 10:00-დან 17:00 საათამდე, საქართველოს 30 ქალაქში: თბილისის და ბათუმის ცენტრალურ ფილიალებში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში ბოლნისში, გურჯაანში, თელავში, ყვარელში, ლაგოდეხში, თიანეთში, ახალქალაქში, ახალციხეში, ბორჯომში, ზუგდიდში, ფოთში, მარტვილში, სენაკში, ხონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ზესტაფონში, ქარელში, წყალტუბოში, ყაზბეგში, ოზურგეთში, ხაშურში, გორში, ონსა და მესტიაში.
ორგანიზაციებისთვის შესაბამის რეესტრში დარეგისტრირების ვადა მიმდინარე წლის 2 სექტემბრის ჩათვლითაა განსაზღვრული,” – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ