ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოთხოვნის შესაბამისად, რეესტრში რეგისტრაციის ვადა ხვალ იწურება

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოთხოვნის შესაბამისად, რეესტრში რეგისტრაციის ვადა ხვალ იწურება

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოთხოვნის შესაბამისად, რეესტრში რეგისტრაციის ვადა ხვალ იწურება. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სახლი ავრცელებს და ამბობს, რომ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, საქართველოს 30 ქალაქში არსებულ ფილიალებს ხვალ, დღის ბოლომდე მიმართონ.
შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია, სავალდებულოა ყველა იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციისთვის, რომლის შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. რეგისტრაციის დროს კი აუცილებელია აისახოს ინფორმაცია წინა წელს მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური წყაროს, ოდენობისა და მიზნის შესახებ. თუ ორგანიზაცია რეგისტრაციას თავს აარიდებს ან დეკლარაციას არ შეავსებს, ის 25 000 ლარით დაჯარიმდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.