ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა დაიწყო, - ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„აბუ-დაბიში მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი დაიწყო. მოლაპარაკებების პროცესი სამმხრივ ფორმატში დაიწყო - უკრაინა, აშშ და რუსეთი. შემდეგ მოხდება ცალკეულ ჯგუფებში მუშაობა კონკრეტული მიმართულებებით, რის შემდეგაც დაგეგმილია პოზიციების ერთობლივი სინქრონიზაცია“, - წერს უმეროვი.
მისი თქმით, უკრაინის დელეგაცია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკაფიო დირექტივების ფარგლებში მუშაობს.
„ვმუშაობთ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მკაფიო დირექტივების ფარგლებში, რათა მივაღწიოთ ღირსეულ და ხანგრძლივ მშვიდობას. სახელმწიფოს მეთაურს მოლაპარაკებების თითოეული ეტაპის პროგრესის შესახებ ინფორმაციას მივაწვდით“, - აცხადებს უმეროვი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.