ОДКБ-ს სამიტი | პუტინი მინსკში ჩავიდა, სომხეთიდან შეხვედრას არავინ დაესწრება

ს პრეზიდენტი მინსკში ჩავიდა. ბელარუსის დედაქალაქში პუტინი ОДКБ-ის სამიტს დაესწრება.
პუტინის გარდა სამიტს ОДКБ-ის წევრი ქვეყნების ლიდერები დაესწრებიან, გამონაკლისი იქნება მხოლოდ სომხეთის პრემიერი , რომელმაც სამიტში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებენ სომხეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები. შესაბამისად, შეხვედრაზე სომხეთი წარმოდგენილი არ იქნება.
რუსული მედიის ცნობით, ОДКБ-ის ქვეყნების ლიდერები კოლექტიური უსაფრთხოების პრობლემებს განიხილავენ. სამიტზე ასევე განხილული იქნება რეგიონული და საერთაშორისო პრობლემები.