მინსკში დაიწყო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტი, რომელშიც არ მონაწილეობს სომხეთი

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დამოუკიდებლობის სასახლეში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) სამიტი დაიწყო. მასში მონაწილეობას იღებენ მასპინძელი ქვეყნის, ასევე უზბეკეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის პრეზიდენტები. სულ ბოლოს ბელარუსის დედაქალაქში ს პრეზიდენტი ჩავიდა.
სამიტს არ ესწრება სომხეთი, რაც 2009 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა.
რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ალეინიკმა აღიარა სომხეთის არმონაწილეობის გამო გადაწყვეტილებების დამტკიცების კვორუმის პრობლემა. მაგრამ ბელარუსმა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სომხეთის დელეგაციის არარსებობის მიუხედავად, დამტკიცებული გადაწყვეტილებები ლეგიტიმური იქნება.
ბელორუსის სახელმწიფო სააგენტო BelTA-ს ცნობით, მინისტრმა აღნიშნა, რომ კუხოს წესდებისა და პროცედურების თანახმად, ყველა გადაწყვეტილების დამტკიცება თითოეულ ქვეყანასთან კონსულტაციას საჭიროებს.

“შევთანხმდით, რომ სამიტის შემდეგ, კუხოს გენერალური მდივანი ერევანს ეწვევა. და, რა თქმა უნდა, შემთანხმებელი კომისიის ფარგლებში აქ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას გადავცემთ ჩვენს სომეხ პარტნიორებს. და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინი შემოგვიერთდებიან”, – განმარტა სერგეი ალეინიკმა.
სომხეთი ფორმალურად კვლავ რჩება კუხოს – კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო, რუსული აბრევიატუა – ОДКБ) წევრად. რუსეთისა და სომხეთის გარდა კუხოს წევრები არიან ყაზახეთი, , ტაჯიკეთი და ბელარუსი. ადრე ორგანიზაცია დატოვებული აქვთ საქართველოს, აზერბაიჯანს და უზბეკეთს.
სომხეთმა უარი თქვა კუხოს ფარგლებში მის ტერიტორიაზე წვრთნების ჩატარებაზე, ხოლო გასულ წელს ორგანიზაციის ერევანში გამართულ სამიტზე უარი თქვა ხელი მოეწერა ერთობლივ დოკუმენტებზე, რადგან, ს თანახმად, მოკავშირეებმა სომხეთს არ გაუწიეს საკმარისი მხარდაჭერა ყარაბაღის გარშემო განვითარებულ სიტუაციაში, 2021 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთ-აზერბაიჯანის ე.წ. გამყოფი ხაზების რაიონში რამდენიმე კვადრატული კილომეტრის ტერიტორია დაიკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ